საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალს „ეკონომიკა და ბიზნესი“ ციფრული იდენტიფიკატორი DOI მიენიჭა

 

ახლახან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალს „ეკონომიკა და ბიზნესი“ მიენიჭა ციფრული იდენტიფიკატორი DOI, რაც გამოიყენება სხვადასხვა მასალის იდენტიფიცირებისათვის და უნიკალური სისტემატიზირებისთვის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ.

DOI გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და სამთავრობო ინფორმაციის იდენტიფიცირებისათვის, როგორიცაა ჟურნალის სტატიები, კვლევის ანგარიშები, მონაცემთა ნაკრები, სხვა ოფიციალური პუბლიკაციები და მიზნად ისახავს ღია ინფორმაციაზე გარკვეული წვდომას, რაც მიიღწევა ობიექტის მონაცემებთან DOI-ის კოდის მიბმით.

ქმედითუნარიანი და თავსებადობითი DOI განსხვავდება ისეთი იდენტიფიკატორებისგან, როგორიცაა ISBN და ISRC. დოკუმენტისთვის DOI მინიჭებულია მანამ,  სანამ არსებობს თვითონ დოკუმენტი, ხოლო მისი მდებარეობა და სხვა მეტამონაცემები შეიძლება შეიცვალოს. DOI-ს კოდის ონლაინ დოკუმენტზე მიბმით ვიღებთ უფრო სტაბილურ ბმულს, ვიდრე უბრალოდ მისი URL-ის გამოყენებით.

DOI-ს სისტემის შემქმნელი და მმართველია საერთაშორისო DOI-ს ფონდი (IDF).   DOI-ს სისტემა დანერგილია სარეგისტრაციო სააგენტოების ფედერაციის მეშვეობით, რომელსაც კოორდინაციას უწევს IDF.

დღეის მონაცემებით 85 მილიონამდე DOI  იქნა მინიჭებული დაახლოებით 9500 ორგანიზაციისთვის, მათ შორის არის ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“.

თარიღი: 20/05/2022