საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საიუბილეო "თსუ დესპანი 2022"

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტ „თსუ დესპანის“ მონაწილე წელს 350-ზე მეტი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტი გახდა.

წელს პირველად, პროექტში ჩართვის შესაძლებლობა გარდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა, პროფესიული და 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებსაც მიეცათ.

მე-10 საიუბილეო წლის დესპანებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდა.

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვასა და არაფორმალური განათლების განვითარებას.

თარიღი: 20/01/2022