ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტელობას და 16-17 სექტემბერს გიწვევთ საორიენტაციო დღეებზე.
საორიენტაციო დღეების ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები შემდეგ საკითხებზე:
სტუდენტთა უფლება-მოვალეობები;
კარიერის დაგეგმვა და განვითარება;
საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები;
სტუდენტური ცხოვრება;
სტუდენტური სერვისები (საერთო საცხოვრებლის სერვისები);
სტუდენტური პროექტები და სტიპენდიები;
საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობები;
შეხვედრები გაიმართება თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში 11:00-დან 17:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით.
16 სექტემბერს, 11:00 საათზე - იურიდიული ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი.
16 სექტემბერს, 13:30 საათზე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
16 სექტემბერს, 14:00 საათზე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
16 სექტემბერს, 15:30 საათზე - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი; ტურიზმის სკოლა; ISET.
ამასთან, 17 სექტემბერს 10:00, 12:00 და 15:00 საათზე დაგეგმილია შემეცნებითი ტურები თსუ-ის I კორპუსში, რომელშიც სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, მოინახულებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მუზეუმების ნაწილსა და ბიბლიოთეკას. ტურის პირველ ნაკადს გაუძღვება თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.