საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით

გერმანიასა და ავსტრიაში სამედიცინო მიმართულებით სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა მედიცინის დოქტორმა, კარდიოლოგმა, გასტროენტეროლოგმა ალექსი მურჯიკნელმა (ავსტრია, ქალაქი როიტე, ტიროლის მიწა).

 

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ხდება ქართული დიპლომის აღიარება გერმანიასა და ავსტრიაში ლეგალური გზით; რა ეტაპები უნდა გაიარონ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებისთვის, რა საბუთები უნდა წარადგინონ, რა ტიპის გამოცდების ჩაბარება მოუწევთ და ზოგადად, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება რეგისტრაციისას. საუბარი ასევე შეეხო ამ ორ ქვეყანაში სამუშაო უფლების მოპოვების საკითხს. 

 

 

 

თარიღი: 01/12/2022