საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინტერესო სიახლე სტუდენტებისთვის!

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), დებატების სკოლაში აცხადებს მიღებას ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
 

თუ გინდათ, რომ წარმატებულად გაიაროთ გასაუბრებები, შთამბეჭდავად მოახდინოთ თვითპრეზენტაცია, ეფექტიანად აწარმოოთ მოლაპარაკებები, დაეუფლოთ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებს, მაშინ დებატების სკოლა სწორედ თქვენთვისაა.
 

დებატების კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ მიიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა დებატების აქტივობებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
 

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2022 წლის 14 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე
 

იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და შეიტყოთ მეტი პროექტის შესახებ, გთხოვთ, მობრძანდეთ პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდება 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში 15:00 საათზე.
 

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მითითებულ ბმულს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306

თარიღი: 08/10/2022