საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა „მცირე ქვეყნები მსოფლიო წესრიგის ცვლილებებისას“

2018 წელს ესტონეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ესტონეთსა და მის საზღვრებს გარეთ მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება. მათ შორისაა საზაფხულო სკოლა „მცირე ქვეყნები მსოფლიო წესრიგის ცვლილებებისას“, რომელსაც პროგრამა „ესტონეთი 100“-ის მხარდაჭერით ახორციელებს ტალინის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2018 წლის 11-15 ივნისს.

კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს მცირე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები მსოფლიო წესრიგის ცვლილებების პროცესში. კურსი დაიწყება მცირე ქვეყნის ცნების განსაზღვრით და შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვით. კურსის შემდეგ ეტაპზე დრო დაეთმობა მცირე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების კონკრეტული მაგალითების განხილვას. ასევე განიხილება საკითხები კაპიტალის გლობალური დინების, ღია ეკონომიკების და გეოპოლიტიკის შესახებ. კურსის დასასრულს კიდევ ერთხელ შეჯამდება თუ რა გავლენას ახდენს მსოფლიო წესრიგის ცვალებადობა მცირე ქვეყნებზე.

კურსი განკუთვნილია არა მხოლოდ სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების, არამედ ეკონომიკის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებების და სხვა მიმართულების სტუდენტებისათვისაც.

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა: ინგლისური.

საზაფხულო სკოლას გაუძღვება მეთიუ ქრენდალი, რომელიც არის ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები თანამედროვე უსაფრთხოების, თავდაცვით და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაში. მისი კვლევის ძირითადი თემა არის მცირე ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ 3 ECTS კრედიტი და გადაეცემათ ტალინის უნივერსიტეტის  სერტიფიკატები.

კურსში მონაწილეობა უფასოა.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.


კურსის ჩატარების ადგილი:

ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უწყვეტი განათლების ცენტრი, აუდიტორია 3. 

კონტაქტი: tss@tlu.ee (ტალინის საზაფხულო სკოლა) ან tsulifelonglearning@tsu.ge (თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი).

თარიღი: 11/06/2018