საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა - კავკასია, კონფლიქტი, კულტურა 10: პოეტიკა და პოლიტიკა. კონფლიქტი ხელოვნებაში კავკასიაში

29 აგვისტოდან - 7 სექტემბრამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და მარბურგის უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა - კავკასია, კონფლიქტი, კულტურა 10: პოეტიკა და პოლიტიკა. კონფლიქტი ხელოვნებაში კავკასიაში (Caucasus Conflict Culture 10: POETICS AND POLITICS: CONFLICT IN ART IN THE CAUCASUS.). საზაფხულო სკოლაში თსუ სტუდენტებთან ერთად  მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტები და წარმომადგენლები (23მონაწილე). საზაფხულო სკოლის მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა ერთობლივად, ინტერნაციონალურ ჯგუფებში იმუშაონ პოეტიკისა და პოლიტიკის მიმართებაზე, განიხილონ სიმღერა, ცეკვა, მხატვრობა თუ კინო, როგორც გამოხატვის საშუალება.

ხელოვნება კულტურის ის სფეროა, რომელშიც ადამიანები თავიანთი ნიჭის, შესაძლებლობებისა და უნარებიდან გამომდინარე, ცდილობენ გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ხელოვნება დაკავშირებულია კონფლიქტთან: იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრავმული გამოცდილების ინდივიდუალურად დასამუშავებლად და ამავე დროს, შეიძლება იყოს კონფლიქტის საჯარო შეფასება/კომენტარი. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეთნოგრაფიული მეთოდების გამოყენებით შეისწავლიან თბილისის ურბანულ სივრცეში ხელოვნების რეცეფციას. სტუდენტური ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ დასკვნებს პრეზენტაციებში, თითოეული ჯგუფი მოაწყობს ტურს თავიანთი კვლევის არეალში.

 

ერთი მხრივ, მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას ეთნოგრაფიული მეთოდების გამოყენებაში, ინტერნაციონალურ ჯგუფში მუშაობაში და მეორე მხრივ, გაიღრმავებენ ცოდნას თემატური თვალსაზრისით.

 

თარიღი: 04/09/2022