საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად 5 სცენარი განიხილება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები  სამუშაო ფორმატში  სტუდენტურ ჯგუფებს  საერთო საცხოვრებლის თემაზე შეხვდნენ.  შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი.

 

„წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა პლატფორმა განსახილველი თემების მიხედვით. ამჯერად გაიმართა შეხვედრა საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი სტუდენტებთან. ვიმუშავეთ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი საერთო  საერთო საცხოვრებლის აშენების შესაძლო ხუთ სცენარზე, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს“,- განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ. როგორც მან აღნიშნა, განხილული სცენარები მოიცავს ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებით და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თსუ-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საერთო საცხოვრებლის აშენებას; პროექტის განსახორციელებლად ინვესტორის მოძიებას; საერთო საცხოვრებლის სახელმწიფოს მიერ აშენებას; ბაგების სერთო საცხოვრებლის ჩანაცვლებით თსუ-ს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას; ასევე, ბაგების არსებული საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციას, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და დამატებითი ადგილების შესაძლებლობას არ იძლევა.

 

სამუშაო ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით  უახლოესი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირაში სტუდენტებთან ერთად გაიმართება შეხვედრები სხვა აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სხვა. თითოეულ მიმართულებაზე ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.

 

თარიღი: 22/06/2022