საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე.

სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს:  

ვერბალურ კომპონენტს (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა)

რაოდენობრივი კომპონენტი (რაოდენობრივი მსჯელობა)

კურსის ხანგრძლივობა: 56 საათი, კვირაში ორჯერ ორი საათი (28 საათი ვერბალური   ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი), კურსის  ჩატარდება 2 აპრილი  - 10 ივლისის პერიოდში. 

რეგისტრაციის  ბოლო ვადა: 25 მარტი.

10:00 სთ - 12:00 სთ - 15:00 სთ-17:30 სთ.

გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონულად და გრაფაში " საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ? " მიუთითოთ რომელ კომპონენტზე გსურთ დარეგისტრირება.

ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ დამატებით დაგიკავშირდებით და შეგითანხმდებით თარიღზე, როდესაც უნდა მოგვიტანოთ დამატებითი დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი ასლი;

თსუ-ის სტუდენტებისათვის შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

(ან) თსუ -ის კურსდამთავრებულთათვის - დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

(ან) თსუ-ის თანამშრომლებისთვის - უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა,

(ან) თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში) - თანამშრომლის უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.

კურსის ღირებულება: 

სრული კურსი - 650 ლარი.

თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და  კურსდამთავრებულებისთვის -  სრული კურსი    (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) - 350 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: tsulifelonglearning@tsu.ge
 

ან დაგვირეკეთ: 2250484 (შიდა ნომერი 1463 ან 1466) ან მობ.: 597222 616

თარიღი: 12/02/2020