საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი“ („სითიმ კონფერენცია“)

მე-6 საერთაშორისო კონფერენცია - "სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი"  იმართება ქალაქ თბილისში, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. გრანტის მიმღებია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანამონაწილეა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენციას ასევე მასპინძელობს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონფერენცია 29 აპრილს 14.00 საათზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.  კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო და ლოკალური კომიტეტების თავმჯდომარეები მიესალმებიან. ივ. ჯავახიშვილიის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, კავკასიის საერთაშორისო  უნივეერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძალია, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია. საერთაშორისო და ლოკალური კომიტეტების თავმჯდომარეები.  
კონფერენციის  მიზანი ბიოსამედიცინო მეცნიერებებისა და სამედიცინო პრაქტიკის დაახლოვება, ახალი იდეების, ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაა. გარდა ამისა, საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ჯგუფების დაახლოვება, სამეცნიერო კვლევების განვითარება, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაცია საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირება. ეს ღონისძიება შექმნის გარემოს, რომელიც სტიმულს მისცემს სამეცნიერო დისკუსიებს, იდეების გაცვლასა და ახალი კლინიკური თუ ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და თერაპიული მიდგომების გაზიარებას სიმსივნის დასაძლევად.
„სიმსივნის იმუნოთერაპიის და იმუნომონიტორინგის“ (სითიმ) კონფერენცია მასშტაბური, მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებაა. ის წარმოადგენს 10 წლიანი ტრადიციის გაგრძელებას და თბილისში წლევანდელი სამეცნიერო ფორუმი საიუბილეო მნიშვნელობისაა. „სითიმ კონფერენციის“ მუშაობაში მონაწიელობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სიმსივნის იმუნოლოგიის, იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიბაში მონაწილობს 130 უცხოელი სტუმარი ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.  
 დაავადებათა კონტროლის ცენტრი (აშშ),  ჯანდაცვის ნაციონლაური ინსტიტუტი (აშშ), პიტსბურგის უნივერსიტეტი (აშშ), ვირჯინიის უნივერსიტეტი (აშშ), ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტი (პოლონეთი), გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ფეინშტეტტინის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი (აშშ), ბენ გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი), ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი (აშშ), კაროლინსკას უნივერსიტეტი (შვედეთი), კალიფორნიის უნივერსიტეტი, საკრამენტო (აშშ), მერილენდის უნივერსიტეტი, ბალტიმორი (შშ), პოზნანის ბიოტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთ), კრაკოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტი, მილანი (იტალია), ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია), ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტი (პოლონეთი), კორდილიერის კვლევითი ცენტრი (საფრანგეთი), ვიტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია),
 • ჰერლევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ჰერლევი (დანია), გერმანიის სიმსივნის კვლევითი ცენტრი, ჰაიდელბერგი (გერმანია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), იაგელინის უნივერსიტეტი (პოლონეთი), თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი),  მოფიტის სიმსივნის ცენტრი, ტამპა (აშშ).
ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში ჩატარებული იმუნოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმვასა და შესრულებას. დაგეგმილი ღონისძიება პრაქტიკულ მიზნებთან ერთად, მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს სიმსივნის იმუნოლოგიაში სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე კაცობრიობის სასიკეთოდ.
წლევანდელი ფორუმი არის საიუბილეო მნიშვნელობის. ვულოცავთ ორგანიზატორებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
საკონტაქტო პირი: 
 ნუნუ მიცკევიჩი, პროექტის ხელმძღვანელი, ბმდ, ასოცირებული პროფესორი,  თსუ. ტელ.: 599933393; ელ-ფოსტა: nunu.mitskevichi@tsu.ge

თარიღი: 26/04/2019