საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ აზია ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ აზია ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში“ გაიხსნა, რომელსაც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ. 
 

კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების დაარსების 15 წლისთავს, საქართველოს იაპონიასთან და ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.


კონფერენციის თემატიკა მოიცავს მოხსენებათა ფართო სპექტრს: შორეული აღმოსავლეთი და საქართველო, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, მასმედია, მეცნიერება და ტექნოლოგია, ეკონომიკა, კულტურა, არქიტექტურა და სოციალური საკითხები. 

 

თარიღი: 28/10/2022