ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა, რომელიც სასულიერო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის დამაარსებელს გაიოზ რექტორს მიეძღვნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, გენდერი, მიგრაცია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ და მოხსენებები წაიკითხეს მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელმა მეცნიერებმა.
ღონისძიება 14 ოქტომბერს დასრულდება.