საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022 - „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“ (Ethical Decision Making in a disruptive World) გაიხსნა.

ბიზნესის ადმინისტრირების, ტრადიციულ, საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 2-11 სექტემბერს, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად უმასპინძლებს.
 

გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორები მაგდალენა შტიულბი და გაბრიელა ვოლფი დაესწრნენ.


წლევანდელი სკოლის თემაა: „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“ Ethical Decision Making in a disruptive World. საქართველოს მხრიდან, საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მეცადინეობები ჩატარდება როგორც თსუ პირველ კორპუსში, ისე ბტუ-ში. საზაფხულო სკოლაში თსუ-სა და ბტუ-ს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი სტუდენტები და პროფესორები. მეცადინეობებს ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სახე. სკოლის მუშაობაში ჩაერთვება რამდენიმე ქართული ბიზნეს კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.


2016 წელს აღნიშნული სკოლა ბაქოში ჩატარდა. 2017 და 2018 წლებში მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 2019 წელს შეკრების ადგილი კვლავ აზერბაიჯანის დედაქალაქი იყო, სადაც ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. 2020 და 2021 წლებში გლობალური პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა, რომელშიც თსუ-სა და ბტუ-ს სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.


დაარსების დღიდან, პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კოორდინატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი.

 

თარიღი: 05/09/2022