საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია “კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის “კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus”.

თარიღი: 2021 წლის 24-26 თებერვალი

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოსა და, ზოგადად, თანამედროვე სამყაროში კლასიკური ენების სწავლების აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიის ინიცირებას, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას. საკონფერენციო განაცხადი შეიძლება შეეხებოდეს კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს (კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური მედიისა და სხვა თანამედროვე მიდგომების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ.).

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). მოხსენების თეზისები (300-600 სიტყვა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ქართულად ან ინგლისურად.

გთხოვთ, მოხსენების თეზისები 2021 წლის 31 იანვრამდე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge 
თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:
სახელი და გვარი;
დაწესებულება და თანამდებობა;
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა);
შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: greekstudies@tsu.ge

თარიღი: 15/01/2021