საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-10 საერთაშორისო კონფერენცია „სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მე-10 საერთაშორისო კონფერენციას „სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზი“ (AIST – Analysis of Images, Social Networks and Texts) უმასპინძლა.

ღონისძიება აერთიანებს მკვლევრებს, აკადემიკოსებსa და პრაქტიკოსებს. მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს იდეები მონაცემთა მეცნიერების უახლესი ტექნიკების შესახებ, ასევე, განიხილეს მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.

თსუ კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ხაჩიძის თქმით „კონფერენცია ეძღვნება კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველაზე საინტერესო და აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებლია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავებასთან და ემსახურება საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას,“-განაცხადა თსუ პროფესორმა.

ღონისძიების პარტნიორია პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია "Exactpro", რომლის საქმიანობის მთავარი პროფილი არის მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ ბაზარზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირება.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე რამდენიმე კონფერენცია ჩავატარეთ, რამაც საშუალება მოგვცა ურთიერთბა გვქონოდა უამრავ სტუდენტთან. ჩვენი სპეციალობაა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება ფინანსური ინდუსტრიის მიმართულებით, რაც საინტერესოა ამ მიმართულების სტუდენტებისათვის ,“-აღნიშნა „Exactpro“ თბილისის წარმომადგენლობის დირექტორმა ნათია სირბილაძემ.

წელს, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ის რეალურ სივრცეში, თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიების ონლაინ ნაწილი კი სკოლკოვოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მხარდაჭერით წარიმართა.

თარიღი: 16/12/2021