საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“

1 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „დუბლინ სიტი უნივერსიტეტის“ (Dublin City University) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება. საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეები იმსჯელებენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ონლაინ დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემების რეგულირების და თვით-რეგულირების ფორმებზე. მრგვალი მაგიდის ფორმატში იწარმოებს დისკუსია საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია. დეტალური ინფორმაციისა და კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://bit.ly/3zszZOF

თარიღი: 19/09/2021