საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში (UNICEF Georgia), სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2022 წლის 2-3 ივნისს გეგმავს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის "ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები" ჩატარებას.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე. ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პლენარული და პარალელური სესიების, ვებინარების და სხვა ღონისძიებების გამართვა. ჩვენ გვჯერა, რომ კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეალობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.

თარიღი: 07/02/2022