საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო იმიტირებული პროცესების შესარჩევი რაუნდი

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ჭრილში, 1990-იან წლებში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დაარსებიდან, უზრუნველჰყოფს სტუდენტების მომზადებას საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისთვის.

იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტის გუნდების დასაკომპლექტებლად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თსუ სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამებისა და საბაკალავრო პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსების სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და მისი პრაქტიკაში შეუფერხებლად გამოყენების შესაძლებლობა.

კონკურსის ფარგლებში მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისათვის:
•ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესი (3-5 სტუდენტი)
•ტელდერსის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესი (3-5 სტუდენტი)
•სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესი (3-4 სტუდენტი)
•ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (3 სტუდენტი)
•საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული პროცესი (3 სტუდენტი)
•ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი (3-4 სტუდენტი)

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.
პირველი ეტაპი:
მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი ბმულის მეშვეობით სააპლიკაციო განაცხადი უნდა შეავსონ; ამ ეტაპზე შეირჩევიან საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები და მათთან ჩატარდება გასაუბრება.
მეორე ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა თემატური ტრენინგი, რომლის შედეგად მათ მოეთხოვებათ კომპეტენტური ჟიურის წინაშე ზეპირი გამოსვლის წარდგენა. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ქალაქგარეთ.
 
კონკურსის ადმინისტრირების ვადები:

პირველი ეტაპისთვის განაცხადების გაკეთების ბოლო ვადა - 2 ივლისი, 13:59 სთ
პირველი ეტაპის შედეგების გამოცხადება - 4 ივლისი
მეორე ეტაპისთვის დავალების მიცემა - 5 ივლისი
მეორე ეტაპი - ივლისის შუა რიცხვები (დაზუსტება მოგვიანებით)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: საკონტაქტო პირი - საბა ფიფია შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: s.p.pipia@gmail.com; ketevan.khutsishvili-law@tsu.ge


თარიღი: 25/06/2018