საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეო კონკურსი 2018 კლიმატის ცვლილების შესახებ

გამოცხადდა საერთაშორისო ახალგაზრდული ვიდეო კონკურსი "2018 კლიმატის ცვლილების შესახებ". გაერო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდების როლს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და მისი პარტნიორების ინიციატივით კონკურსი 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინოვაციური და ამბიციური გზების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. კონკურსი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, რომ წარმოაჩინონ პრობლემის გადაჭრის გზები და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ კონკურსში, გააგზავნონ ვიდეო არაუმეტეს 3 წუთისა, შემდეგ ორ თემაზე:
მდგრადი მოხმარება და წარმოება;
მწვანე და კლიმატგონივრული სამუშაოები.

დაინტერესებულმა პირებმა ვიდეო უნდა ატვირთონ ვებგვერდზე: biomovies.tve.org არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრში გაემგზავრება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 24-ე კონფერენციაზე პოლონეთში.  

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
UN Climate Change Webpage for the competition
UN Climate Change Newsroom Article
თარიღი: 14/06/2018