საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო პროექტთან "მეცნიერება იწყება სკოლიდან" დაკავშირებული შეხვედრა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის „კოსმოსური სხივების დეტექტორი“ (SCR-25-323) წარდგენის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვერდაში მონაწილეობდნენ SCR-25-323 პროექტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი რევაზ შანიძე, პროექტის თანახელმძღვანელი, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის პედაგოგი ინდირა ნატრიაშვილი,  პროექტის ასისტენტი, თსუ დოქტორანტი ვალერი კიკვაძე, პროექტში მონაწილე მოსწავლეები,  უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლები და სტუდენტები.

 

სამეცნიერო კვლევები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულდება კოსმოსური ნაწილაკების შესასწავლად მოსწავლეებს გააცნეს თსუ სტუდენტებმა გიორგი ბუხნიკაშვილმა და ირმა მკლავაშვილმა.  ვალერი კიკვაძე მოსწავლებს ესაუბრა კოსმოსური სხივების დეტექტორზე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება მოსწავლეების მონაწილეობით.  ბარის უნივერსიტეტის (იტალია) პოსტ-დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა ინტერნეტ ჩართვის საშუალებით მოსწავლეებს გააცნო კომპუტერული მეთოდები, რომლებიც თანამედროვე ექსპერიმენტებში გამოიყენენება.  ამ მეთოდების ნაწილი, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის რესურსები გამოყენებული იქნება SCR-25-323 პროექტში.  შეხვედრის დროს ასევე განხილული იყო საერთაშორისო საგანმანათლებო ღონისძიებებში მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა „საერთაშორისო კოსმოსური დღე“,  რომლის ორგანიზატორია  გერმანიის ნაწილაკების და ასტრონაწილაკების ფიზიკის ეროვნული ცენტრი (DESY).  პროექტში მონაწილე მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშძღვანელობით შეუერთდებიან საერთაშორისო კოსმოსური დღის პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს.  

თარიღი: 13/10/2025