საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო კონკურსი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის/პროფესიულ სტუდენტებისთვის

მიმდინარე წელს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის. საგ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს;

 

კონკურსის საერთო ბიუჯეტია: 180 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტი შესაძლოა დაფინანსდეს მაქსიმუმ 15 000 ლარით. განაცხადები მიიღება 2026 წლის 11 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისთვის და შემდგომ პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მჭიდრო თანამშრომლობა/მხარდაჭერა (მხარდაჭერის წერილობითი ფორმით დადასტურება და პროექტის დაფინანსების შემთხვევაში აღმოუჩინოთ შესაბამისი დახმარება).

უმაღლესი სასწავლებლისა და სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საგრანტო პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსს - ნინო ყარალაშვილს, შემდეგ ელ-ფოსტაზე n.karalashvili@youthagency.gov.ge

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-iniciativebi/ 

თარიღი: 17/02/2026