საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო კონკურსებითვის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში

 გამოცხადდა 2023 წლის საგრანტო კონკურსები ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე ან თანდართულ ფაილში.

 

შეგახსენებთ, რომ შემუშვებულია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი (იხ. დანართი 1). ამასთან, საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხილვისა და მათი მიზნობრიობის შესაფასებლად უნივერსიტეტში შექმნილია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისა და ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. წესი განსაზღვრავს მხოლოდ იმ პირობებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს დაგეგმილმა საერთაშორისო პროექტმა, რათა თსუ ჩაერთოს პროექტში. პირი/პირთა ჯგუფი, რომელიც გეგმავს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საგრანტო პროექტში უნივერსიტეტის სახელით, ვალდებულია დადგენილ ვადებში ელექტრონულად წარმოადგინოს განაცხადი უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი 2). განაცხადის წარმდგენი პირი უნდა დაესწროს განხილვას კომისიის სხდომაზე. კომისია შეიკრიბება პერიოდულად, წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობის შესაბამისად და საგრანტო კონკურსების ვადების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ, ვინც მუშაობთ აღნიშნული ტიპის საგრანტო პროექტ(ებ)ზე, გთხოვთ, დანართი 2-ის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმები გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე - projects@tsu.ge . თქვენი საგრანტო განაცხადის განხილვის თარიღს გაცნობებთ.

 

შენიშვნა. თუ CBHE პროექტს ამზადებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით და გსურთ კონსორციუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართვა ასოცირებულ ან სრულ პარტნიორად, გთხოვთ, მოამზადოთ მოკლე პრეზენტაცია კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციით: პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები; პროექტში მონაწილე ორგანიზაციები (ქართული და უცხოური); განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი პროექტში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით აღნიშნული ელ.ფოსტის მისამართზე. მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებას.

 

საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი კომისია 

დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე იხილეთ დანართი.

თარიღი: 05/12/2022