თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომელთა ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა.
თსუ-ის თეატრალურმა დასმა „სხვენი" მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „სალამურას თავგადასავალი“, არჩილ სულაკაურის ნაწარმოების მიხედვით. სცენარის ავტორი: გიორგი გომურაშვილი, რეჟისორი: ქეთევან ოქუაშვილი, მხატვარი: ანა ნაყოფია, ქორეოგრაფი: ანა ადამაშვილი, ტექნიკური მხარდაჭერა: მარიამ ჟამერაშვილი.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა მხიარული თამაშები და ღონისძიებაზე დამსწრე ბავშვებმა კი საახალწლო საჩუქარი მიიღეს.