18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიას რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ლეილა ჯანიაშვილი ესტუმრნენ.
ლაბორატორიაში ჩატარდა სახალისო ლექცია და სახალისო ექპერიმენტები: ვულკანი, ქიმიური ტორტი, ლიმონის "ტარტალეტკები", უალკოჰოლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება და ა.შ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ექსპერიმენტებში. ღონისძიება გახორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის SPG-25-652-ის ფარგლებში.