საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

რექტორმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს მნიშვნელობას და უნივერსიტეტის პასუხისმგებლობას, შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ყველა სტუდენტისთვის.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ამ დღის მნიშვნელობის გაცნობა და ინკლუზიური განათლების აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტმა გელა ზარქუამ და თსუ-ის ლექტორმა გიორგი ახმეტელმა.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად დაენახათ ის გამოწვევები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აწყდებიან.

ღონისძიება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

თარიღი: 03/12/2025