eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის მილოცვა

ძვირფასო პირველკურსელებო,
დღეს სწორედ ის დღეა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდით. დღე, რომელსაც განსაკუთრებული ემოციებით ხვდებით თქვენ და თქვენი მთავარი მხარდამჭერები - ოჯახის წევრები.
გილოცავთ!
დღეს თქვენ გახდით იმ დიდი საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი, რომელიც საუკუნეზე მეტია ქმნის განათლების, მეცნიერებისა და თავისუფალი აზროვნების ისტორიას.
აქ ყველა თაობა თავის კვალს ტოვებს.
ახლა თქვენი ჯერია!
გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას!
გისურვებთ საინტერესო და ბედნიერი თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ წლებს. 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უნივერსიტეტში!
თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

თარიღი: 25/08/2026