საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის ინიციატივით თსუ-ში სახელმძღვანელოების სრული გაციფრულება იწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე ექნებათ წვდომა. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების სრულად გაციფრულებაზე იმუშავებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაბა სამუშია თსუ ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა და ერთად იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რაც სახელმძღვანელოების გაციფრულების პროცესს შეიძლება თან ახლდეს.

 

თსუ რექტორის ინფორმაციით, თსუ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე შეიქმნება სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ მოიძიონ სასწავლო მასალების ციფრული ვერსიები. „პორტალი იქნება ახალგაზრდებისთვის მოსახერხებელი, მარტივი ნავიგაციით, სადაც საგნების მიხედვით განთავსდება სახელმძღვანელოები, სილაბუსები, სტატიები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

საავტორო უფლებების გათვალისწინებით, ელექტრონული სახელმძღვანელოები აიტვირთება დახურულ სივრცეში, რომელზეც მხოლოდ თსუ სტუდენტებს ექნებათ წვდომა.

თარიღი: 18/05/2023