საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეგისტრაცია სასტიპენდიო პროგრამაზე - Data for Crisis Fellowship

 ფორსეტი, DW Akademie-სთან კოლაბორაციით, გიწვევს სასტიპენდიო პროგრამაზე - Data for Crisis Fellowship. პროგრამის მიზანი საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა და გაშუქებაა.

სასტიპენდიო პროგრამა 6-კვირიანია და ორ მოდულს მოიცავს:
1. მონაცემთა კომუნიკაციის შესწავლა (1 კვირა, ფიზიკურ სივრცეში შეხვედრები) -  ფორსეტის გამოცდილი ტრენერებისგან ისწავლი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ვიზუალიზაციისა და ამბის თხრობის ტექნიკებს;

2. მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა და მენტორობა (5 კვირა, ონლაინ შეხვედრები) -  ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, 3-წევრიან ჯგუფთან ერთად, იმუშავებ მულტიმედიური ნაშრომის შექმნაზე, სადაც სოციალური მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, შეისწავლი და გააშუქებ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციით გამოწვეულ პრობლემურ საკითხებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია სტუდენტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მინიმალური გამოცდილება ჟურნალისტიკაში, კომუნიკაციაში, დიზაინში ან/და აქტივიზმში, ან აპლიკაციაში შეუძლიათ გამოავლინონ ამ მიმართულებებით უნარ-ჩვევების ფლობა. 

 

პროგრამის ვადები: 23 იანვარი - 2 მარტი
სტიპენდიანტების რაოდენობა: 15
სტიპენდია: 350 ევრო
 

დარეგისტრირდი 15 იანვრამდეhttps://bit.ly/forset-dataforcrisis

თარიღი: 12/01/2023