საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალისტიკის სტუდენტები HEFAT-ის კურსზე

მტრულ გარემოში მოვლენების გაშუქება, პირველადი დახმარების აღმოჩენა, სტრესის მართვის ტექნიკები, პერსონალიზებული რისკების შეფასება, ციფრული უსაფრთხოება – საქართველოში პირველად, ჟურნალისტებისთვის 3 დღიანი HEFAT-ის კურსი ჩატარდა, რომელშიც თსუ-სა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

HEFAT-ის კურსი იმ გადაუდებელი დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც EU4IM-მა უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ, კონფლიქტის ზონებიდან უსაფრთო გაშუქებისთვის შეიმუშავა.

 

როლური მოთამაშეების დახმარებით, ტრენერები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს ქმნიდნენ, მაგალითად: საომარი ვითარება, საპროტესტო აქციები, ტყვედ აყვანის ინსცენირება, პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროება და სხვა. კურსის ფარგლებში 12 ჟურნალისტი უკვე გადამზადდა.

 

ტრენინგს  უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ: შარბილ ნამური – მედიაში უვნებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ტრენერი აღმოსავლეთ ევროპაში 2012 წლიდან მუშაობს. იგი აქტიურად არის ჩართული უკრაინის ფრონტის ხაზზე  განთავსებების შესახებ და რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას კონტექსტის შესახებ ომის გამშუქებელ ჟურნალისტებს. რას დრეიკოტი – პირველადი დახმარების და ტრამვის მართვის ინსტრუქტორი, რომელიც 2011 წლიდან მხარს უჭერს ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ სფეროში სიცოცხლის გადარჩენის უნარების შეძენაში. ის გახლავთ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პოლიციის ოფიცერი და გაწაფული ინსტრუქტორი, გაერთიანებული სამეფოს უბედური შემთხვევის რეანიმირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრალური გუნდის პირველი მოპასუხე და დირექტორი.

 

ელა ქალანი – ვირტუალური რეალობის კურატორი, Head Set-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ვირტუალური რეალობის სცენარების უსაფრთხო დანერგვის ექსპერტია, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს მკვეთრად სტრესულ სიტუაციებში უსაფრთხო, შეცდომებისაგან თავისუფალ გარემოში მუშაობაში. იგი აზიის მასშტაბით ალ ჯაზირასთვის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

 

ტრენინგი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. გარდა საქართველოსა, სასწავლო კურსი ჩატარდა მოლდოვაშიც.

თარიღი: 03/08/2022