საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი ჯეფრი საქსი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2024 წლის 8 თებერვალს, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.

კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს  ეკონომისტთა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, გამოცდილმა მკვლევარებმა და დოქტორანტებმა მიიღეს. სულ დარეგისტრირებულ იქნა 47 მონაწილე და წარმოდგენილ იქნა 32 სამეცნიერო სტატია.

კონფერენციის პლენარული სხდომა  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს, აშშ-დან  ონლაინ  ჩართვით,  მისასალმებელი  სიტყვით მიმართა  ცნობილმა ეკონომისტმა,  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა, ჯეფრი საქსმა (Jeffrey Sachs).

მან კონფერენციის მონაწილეებს მიულოცა უნივერსიტეტის იუბილე და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა უსურვა. პროფესორმა ჯეფრი საქსმა თავის ჩართვაში მიმოიხილა გლობალური ეკონომიკის აქტუალურ საკითხები და რეგიონულ გამოწვევებზე ისაუბრა. პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ  ჯეფრი საქსი შემოდგომაზე, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მიიწვია. პლენარული სხდომის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა სექციებში გააგრძელეს მუშაობა. 

 

თარიღი: 08/02/2024