თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ დალი ფანჯიკიძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასევე მრგვალი მაგიდა: „საყმაწვილო ლიტერატურის თარგმანი და საგამომცემლო პოლიტიკა.“რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მთარგმნელებისა და გამომცემლობების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოესმინათ.
კონფერენციის მოდერატორები იყვნენ: ივანე მჭედელაძე, ირინა ნოზაძე, ნიკოლოზ შაფაქიძე.
დალი ფანჯიკიძე თსუ კურსდამთავრებული, შემდეგ კი უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მის სახელს უკავშირდება თომას მანის რომანების პირველი თარგმანები საქართველოში. მის მიერ არის თარგმნილი თომას მანის „ჯადოსნური მთა", „ბუდენბროკები", მაქს ფრიშის ორი რომანი, გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი" და სხვა ნაწარმოებები..