საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტისა და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. 


კონფერენციის გახსნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 


ღონისძიება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული მედიათეკისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.

თარიღი: 13/03/2023