საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ბრაიან ვილსონის სალექციო კურსი - „საზღვაო უსაფრთხოება“

ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში 2018 წლის 12-22 ნოემბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის ინსიტიტუტის ეგიდით ჩატარდა პროფესორ ბრაიან ვილსონის ინგლისურენოვანი სალექციო კურსი საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“ (საზღვაო სამართალი და საზღვაო უსაფრთხოება; მეკობრეობა; პერსონალური უსაფრთხოება და სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა; ნაოსნობის თვისუფლება; ნარკოტიკების უკანონო ბრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო თევზჭერა; ტრეფიკინგი და საზღვაო მიგრაცია; ადამიანის უფლებები და საზღვაო სამართლწარმოება (აღსრულება); საერთაშორისო ინტერნეტ ქსელების როლი საზღვაო უსაფრთხოებაში; ძალის გამოყენება საზღვაო სამართლის აღსრულებაში; კიბერ დარღვევები და კანონის უზენაესობა; შავი ზღვა და მონტრეს კონვენცია; საზღვაო ბლოკადის სამართალი; საზღვაო ტერორიზმი და სხვ.).

პროექტის განხორციელებას თსუ-ს მხრიდან კურირებდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე და ასისტენტ პროფესორი მარიამ კევლიშვილი.

ბრაიან ვილსონი არის აშშ-ის გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე და აშშ-ის საზღვაო სამხედრო აკადემიის მოწვეული ლექტორი. პროფესორი ვილსონი არის საზღვაო უსაფრთხოებასა და ზღვაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე უამრავი მაღალკვალიფიციური ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, იგი წლების განმავლობაში იყო აშშ-ის საზღვაო სამხედრო ფლოტის (პენტაგონი) გენერალური საბჭოს სპეციალური მრჩეველი, ხელმძღვანელობდა აშშ-ის დელეგაციას (საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში) საერთშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და უშუალოდ მონაწილეობდა SUA 2005-ის მიღებაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბ-ნი ვილსონი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10 დღის მანძილზე აქტიური მონაწილეობა მიეღოთ უაღრესად საინტერესო ლექციებში. კურსზე რეგისტრირებულ სტუდენტებს გადაეცათ სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა, როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონულად.

იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტენტი ანა კორინთელი დაჯილდოვდა, როგორც საუკთესო მოხსენების ავტორი. სტუდენტებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს როგორც პროფესორი ვილსონის, ისე საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან.

„საზღვაო უსაფრთხოების კურსი“ განხორციელდა აშშ-ს მთავრობის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და იურიდიული ფაკულტეტის  აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

თარიღი: 03/12/2018