საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“

12 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევებისათვის“ გამარჯვებული პროექტის,  „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ და მის  ფარგლებში  გამოცემული სამტომეულის ონლაინ  პრეზენტაცია გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროექტის მიზანია ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ციხე-სიმაგრეების, საფორტიფიკაციო ნაგებობების  კვლევა-ანალიზი.

 

პროექტის მონაწილეებმა საველე ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალის, სამეცნიერო ლიტერატურის და წყაროთა მონაცემების შეჯერებით შექმნეს სამტომეული “ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები” (ტომი 1. მტკვრის აუზის ფორტიფიკაციები; ტომი 2. შავშეთ-კლარჯეთის ფორტიფიკაციები; ტომი 3. ტაოს ფორტიფიკაციები). გამოცემა სტატიათა კრებულია. მასში რეგიონული პრინციპით წარმოდგენილია 80-მდე საფორტიფიკაციო ნაგებობის კომპლექსური ისტორია (ძეგლის  მდებარეობა, შესწავლის ისტორია, ტოპონიმიკა, ისტორიული გეოგრაფია, კომპლექსის აღწერა და გეგმარება, საილუსტრაციო მასალა, ძეგლთან დაკავშირებული წყაროები და ისტორია). პუბლიკაცია ფუნდამენტურ კვლევას წარმოადგენს და ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო სისტემების მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა. ის გათვალისწინებულია როგორც სამეცნიერო წრეებისათვის, ასევე საქართველოს წარსულით დაინტერესებული მკითხველისთვის.

 

 თსუ რექტორის თქმით, ამ სამტომეულის გამოცემით ძალზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. „ეს პროექტი კარგი სტარტი იყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხრიდან და ახლა ბატონ ჯაბას აქვს შანსი გააგრძელოს დიდი ეროვნული საქმე. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა,  ჩვენს ეროვნულ ძეგლებს უნდა მიექცეს, რომლებიც სამწუხაროდ  იქ არ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო. ფაქტია, რომ კიდევ ბევრია სამუშაო ამ კუთხით და ბევრია გასაკეთებელი", - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

 მისი თქმით, ძალზე სასიხარულო ფაქტი იყო პროექტში თსუ დოქტორანტების მონაწილეობა. „რაც უფრო მეტი იქნება იქნება მათი ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება კვლევა. პუბლიკაციები იყო ძალიან საინტერსო. დარწმუნებული ვარ ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი აღიზრდება ამ ტომებზე. აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა და დარწმუნებული ვარ სამ ტომში მასალა აღარ დაეტევა. კვლევა დაიბეჭდება, გამოიცემა და ყველას ექნება საშუალება გაეცნოს საინტერესო ნამუშევარს“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც შეხვედრაზე არინიშნა, ძალზე ბევრი სიახლეა, თსუ-ს წარმომადგენელთა მონაწილეობით სხვადასხვა პროექტებისა და კვლევების მხრივ, პრეზენტაციასც უახლოეს პერიოდში მოხდება. ამ კველევების დიდი ნაწილი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული. მაისის ბოლოსთვის დაგემილ საპრეზენტაციო პროექტებს შორის, არის ანისის სამტომეულიც.

 

შეხვედაში მონაწილოება მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა როლანდ თოფჩიშვილმა და თსუ დოქტორანტებმა.

 

რუსთაველის ფონდის საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2013 წლის გრანტით გათვალისწინებული პროექტის “ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები” მონაწილები არიან: თსუ პროფ. ჯაბა სამუშია (პროექტის ხელმძღვანელი 2013-2018 წლებში), თსუ ასოც. პროფ. ბონდო კუპატაძე (პროექტის ხელმძღვანელი 2018-2020 წლებში), თსუ ასოც. პროფ. ნინო სილაგაძე, თსუ ასისტ. პროფ. ალექსანდრე ბოშიშვილი, თსუ ასისტ. პროფ.ლერი თავაძე, თსუ ასისტ. პროფ. მზისა ბუსკივაძე, ისტორიის დოქტორი აკაკი ჩიქობავა, ისტორიის  მაგისტრი ოქროპირ ჯიქური, არქიტექტორი გიორგი ბაგრატიონი, მხატვარი ლევან სილაგაძე.

 

 

თარიღი: 12/05/2021