საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი "თსუ დესპანი - 2024" იწყება!

პროექტი "თსუ დესპანი  - 2024" იწყება. პროექტში, რომელიც უკვე 12 წელია ხორციელდება, მონაწილეობის მიღება ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა) სტუდენტს შეუძლია.

 

ტრადიციულად "დესპანები" მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რაც მათ კარიერულ ზრდას და ასევე, საგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

"თსუ დესპანი - 2024"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ).

 

დარეგისტრირებული "დესპანები" 22 იანვრიდან -  2 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 7 დეკემბრიდან - 20 იანვრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

tsuenvoy@tsu.ge

თარიღი: 07/12/2023