საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამა „აბრეშუმის გზა“

 UNESCO-ში შექმნილია პროგრამა „აბრეშუმის გზა“, რომლის მიზანია შეისწავლოს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობისთვის და მისი გავლენა ქვეყნების კულტურულ თუ სოციალურ ყოფაზე.


მოცემული პროგრამის ფარგლებში შექმნილია აბრეშუმის გზის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ გზის გასწვრივ არსებული ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხების მრავალფეროვანი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მის ფარგლებში, შეგიძლიათ იხილოთ "აბრეშუმის გზის" ქვეყნებთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური საკითხი, რომელიც მოიცავს არსებულ ფესტივალებს, ტრადიციული ხალხური რეწვის, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს და სხვა.


აქვე განთავსებულია უახლესი სამეცნიერო სიახლეები აბრეშუმის გზის შესახებ და ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუციის შესახებ, რომელიც ატარებს აბრეშუმის გზასთან დაკავშირებულ კვლევებს. შესაბამისად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით მათ შეუძლიათ გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და ინფორმაცია მიმდინარე კვლევებისშესახებ, რაც ხელს უწყობს დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის დიალოგისგაფართოებას და კავშირების დამყარებას.


პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ცხადდება ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის
და საგრანტო კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.


აღნიშნულთან დაკავშირებით, აბრეშუმის გზის პროგრამის ხელმძღვანელმა სურვილი
გამოთქვა გააღრმავოს UNESCO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კვლევის
მიმართულებით.  შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი
ინფრომირების მიზნით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), რომლის განთავსებაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ზემოაღნიშნულ ონლაინ
პლატფორმაზე.


დეტალური ინფორმაცია „აბრეშუმის გზის“ პროგრამის შესახებ იხილეთ ონლაინ
პლატფორმაზე: https://en.unesco.org/silkroad/international-network-silk-roads-programme
 

თარიღი: 09/07/2022