საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე თსუ-ში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ერთ-ერთ პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში, თსუ დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სადაც საუბარი შეეხო აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით არსებულ რესურსებს, ევროპული უმაღლესი სასწავლებლების ქართველმა კურსდამთავრებულებმა შეხვედრის მონაწილეებს პლაგიატის პრევენციის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან ხუციშვილმა იმ ეტაპების შესახებ ისაუბრა, რასაც დოქტორანტები უნივერსიტეტში ჩაბარებიდან სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე გადიან. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნინო პავლიაშვილმა კი სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს საბიბლიოთეკო რესურსებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მხარდამჭერი სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის ბოლოს, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატის პრევენციის საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას 120-ზე მეტი დოქტორანტი ესწრებოდა.

თარიღი: 21/02/2022