პირველკურსელთა მიღების ღონისძიება წელს ქალაქ რუსთავში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.