საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი ქართული უნივერსიტეტი World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი  უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა.

QS World University Rankings მსოფლიოს უნივერსიტეტებიდან შეფასებისთვის 1604 საუკეთესო უნივერსიტეტი შეარჩია და აქედან რეიტინგში მხოლოდ 1002 უნივერსიტეტი მოხვდა. თსუ საუკეთესო ათასეულში 601-650 პოზიციას იკავებს.

QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენის მიზნით, იყენებს შემდეგ ინდიკატორებს: აკადემიური რეპუტაცია; დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია; სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა; პერსონალის ციტირების მაჩვენებელი; უცხოელი პერსონალი; უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად, რანჟირება ფარავს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტის რეპუტაციის შეფასებას.

QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებას სათავეში მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი  (MIT) უდგას. მეორე და მესამე პოზიციებზე სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტები არიან. ოქსფორდის უნივერსიტეტი მეხუთე პოზიციაზე არის წარმოდგენილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 და 2019 წლებში მონაწილეობდა რეგიონულ რანჟირებაშიც - QS University Rankings: Emerging Europe and Central Asia, სადაც 2019 წელს 106-ე და 2020 წელს 86-ე ადგილს იკავებდა. 

თარიღი: 25/06/2020