საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პატარა ქვეყნების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით, 2022 წლის ბოლომდე იგეგმება პანელური სესიების სერია, რომელიც მიეძღვნება ისტორიულ და თანამედროვე პერსპექტივაში დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების განხილვას. 
 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე, თსუ-ის 1-ლი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართება სერიის პირველი პანელური სესია, სახელწოდებით:„პატარა ქვეყნების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე“.

 

მოდერატორი:

მიხეილ კეჭაყმაძე - ოქსფორდის უნივერსიტეტი

 

მომხსენებლები:

მალხაზ მაცაბერიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თორნიკე თურმანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

 

აბსტრაქტი:

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 104 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა და მისი დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია. ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით; მიიღო კონსტიტუცია; დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუტები; შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა მრავალპარტიული სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით მყარი გამოცდილება და პოლიტიკურ ღირებულებათა ჩარჩო დაუტოვა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.

 

პანელური სესია.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 

 

 

თარიღი: 08/07/2022