საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პან-ევროპული ჰაკათონი კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე

24-26 აპრილს გაიმართება ფართომასშტაბიანი პან-ევროპული ჰაკათონი, რომლის მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ინოვატორებს, სტარტ-აფებს, გამომგონებლებს, სახელმწიფო და კერძო ბაიერებს, საცალო მოვაჭრეებს, მომხმარებლებს, ა.შ.

#EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად.

ჰაკათონი სტრუქტურირებული იქნება 6 კატეგორიის პრობლემების ირგვლივ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროებენ მოკლევადიან გადაწყვეტილებებს:

    ჯანმრთელობა და სიცოცხლე
    ბიზნესის განგრძობადობა
    სოციალური & პოლიტიკური ერთიანობა
    დისტანციურად მუშაობა და განათლება
    ციფრული ფინანსები
    სხვა 


 
თითოეული ეს გამოწვევა თავის მხრივ მოიცავს 6 გამოწვევას.  ჰაკათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია.  

კორონავირუსის ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2020 წლის 19 აპრილამდე. 

სარეგისტრაციო ბმული

საჭირო ბმულები:
https://euvsvirus.org/

მკვლევარებს, მათ შორის მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს, შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი მოსაზრებები კორონავირუსის პანდემიით დამდგარი გამოწვევებზე,  შემდეგ  ბმულზე გადასვლით: https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EUvsCrisis_challenges

კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარი, მარია გაბრიელის ტვიტი:  https://twitter.com/GabrielMariya/status/1246042034009444352?s=20
 
შენიშვნა: მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა როგორც ჰაკათონის გუნდების წევრების, ისე ჰაკათონის გუნდის მენტორების რანგში.

თარიღი: 16/04/2020