საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“ საიუბილეო გამოცემისთვის

ცხადდება ნაშრომების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის – „თსუ სამართლის მიმოხილვის“ (TSU LAW REVIEW) 2018 წლის, საიუბილეო გამოცემისთვის.

1.ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის/სემესტრის სტუდენტებს;
2. ნაშრომს შეიძლება ჰყავდესმაქსიმუმ ორი თანაავტორი;
3.ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომის ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით;
4.ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
5.ნაშრომი შეიძლება მომზადდეს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით, შემოთავაზებული შემდეგი რომელიმერუბრიკის ფარგლებში: ა)სტატია; ბ)საკანონმდებლო ცვლილების ანალიზი; გ)სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ)სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
6.ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა)ნაშრომი (ქართულ ენაზე),რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით), რომელიც გაცემულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის, ან სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული პირის მიერ;
7.ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;
8.ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო, უცხოენოვანი– Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;
9.ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ.დანართი1), ხოლო, რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ.დანართი2);
10.ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება რედაქციის მიერ სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე, ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.
11.ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;
12.დოკუმენტების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა/წ 5 მარტიდან - 18 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტის მისამართზე – lawrev@tsu.ge (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება განხილული).

იხ. ჟურნალის წინა გამოცემები

დამატებითიინფორმაციისმისაღებად/კონსულტაციის გასავლელად, მიმართეთრედაქციას, ზემოთ მითითებულ მისამართზე: lawrev@tsu.ge,
ჟურნალის Facebook გვერდი

თარიღი: 02/03/2018