საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილი) საჯარო ლექცია

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, მთარგმნელმა და პუბლიცისტმა მუსტაფა იაქუთმა (გურამ ხიმშიაშვილმა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - „ქართული კულტურა და ლიტერატურა თურქულ ენაზე“ წაიკითხა.


ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და დიასპორის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა. შეხვედრას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  
 

გურამ ხიმშიაშვილმა ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ხანგრძლივი მოღვაწეობის შედეგების შეჯამება წარმოადგინა.

 

„დღეს ჩვენ ვხვდებით ბატონ მუსტაფა იაქუთს, არაჩვეულებრივ ქართველს, ადამიანს, რომელმაც მრავალი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი კულტურის თურქეთში გასატანად. ის ძალიან ბევრი ქართველი მწერლის, ხელოვანის მეგობარია. მათთან მეგობრობა მას ეხმარება იმაში, რომ უკეთესად შეისწავლოს ქართული ლიტერატურა, შემდეგ თარგმნოს და გააცნოს თურქ მკითხველს. ის გახლავთ ორი ერის, ორი კულტურის ჰარმონიული შერწყმის საუკეთესო ნიმუში,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.


თსუ პროფესორის ქეთევან ხუციშვილის თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც იღწვიან ქართული კულტურის განმტკიცების, შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, რა მხრივაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.

თარიღი: 04/05/2023