საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მოხალისეთა მიღება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს მოხალისეთა პროგრამას ბიბლიოთეკაში არსებულ შემდეგ დეპარტამენტებში:

მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტი;

გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტი;

მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი;

საბიბლიოთეკო რესურსების განვითარების და დაცვის დეპარტამენტი;

ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტი;

ინფრასტრუქტურის სამსახური.

 

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობის მოქმედ სტუდენტებს, კუსრდამთავრებულებს და დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებს.

 

 

პროგრამით დაინტერესებულ მოხალისეებს ჩვენ ვთავაზობთ:

განვითარებაზე ორიენტირებულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;

კომფორტულ სამუშაო გარემოს;

საინტერესო გამოცდილების მიღება - გაზიარებას პროფესიონალი თანამშრომლებისგან;

საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობას;

შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას;

მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

სამომავლო რეკომენდაციებს ხელმძღვანელი პირებისგან (მოთხოვნის შემთხვევაში)

პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე;

პროგრამის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი;

ტრადიციულად, მოხდება საუკეთესო მოხალისეების დასაქმება ბიბლიოთეკში;

მოხალისეთა პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ CV არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: მოქნილი

გისურვებთ წარმატებებს !

თარიღი: 24/10/2022