სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადდა მიღება საგრანტო პროგრამაზე „SNU President Fellowship" (SPF).
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის.
კერძოდ, იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი და სურთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება. დაფინანსება გულისხმობს: სწავლის საფასურის ანაზღაურებას 6 სემესტრის განმავლობაში; ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 - 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000-1400 აშშ დოლარი) 3-4 წლის განმავლობაში; ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომ-კლასი) დაფინანსებას; ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას; ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას - ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით; კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას სემესტრის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პროგრამის მოთხოვნების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულებზე https://en.snu.ac.kr/admission და https://oga.snu.ac.kr/