საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება ესპანეთის დიპლომატიური სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე

ცხადდება მიღება 2024-2025 აკადემიური წლისთვის, ესპანეთის დიპლომატიური სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ჰქონდეთ განათლების უმაღლესი ხარისხი (საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის  საფეხურის); მათ, ვინც არ არიან ესპანურენოვანი ქვეყნიდან, უნდა ჰქონდეთ ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე, ან ექვივალენტი, აღიარებული ოფიციალური ცენტრიდან). გამონაკლის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მისი აკრედიტაცია დიპლომატიურ სკოლაში ტელემატიკური ინტერვიუს მეშვეობით.

 

 დამატებით გაცნობებთ, რომ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება არის ესპანურ ენაზე. კანდიდატების დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 აპრილი. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს შემდეგ ელ. ბმულზე.

თარიღი: 01/04/2024