თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებში ქიმიის პოპულარიზაციის მიზნობრივი გრანტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ზოგადად, რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტის SPG-25-652 -ის ფარგლებში ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მოსწავლეების ქიმიის მიმართ ინტერესი, რასაც მოწმობს ამ ღონისძიებებაზე დამსწრე მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც 4000-მდეა.
გრანტის ფარგლებში სულ ჩატარდა 18 სახალისო ლექცია, 18 ქიმიური სახალისო ექსპერიმენტი, ასევე სხვადასხვა აქტივობები ყაზბეგის, დუშეთის, ჭიათურის და ამროლაურის, თბილისის, რუსთავის და ბათუმის სკოლებში, სულ 40-მდე სკოლა.
გრანტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისადმი ინტერესს ადასტურებს ასევე ის მადლობის სიგელები და წერილები, რაც ამ პროექტის განხორციელებისას მიიღეს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმოამდგენლებმა. გრანტის მიზანი მეცნიერების სფეროების შესახებ წარმოდგენის ფორმირება, ქიმიური ტექნოლოგიის პროდუქტების ყოველდღიურ ყოფაში აღმოჩენა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ქიმიური ექსპერიმენტების, ლაბორატორული მუშაობის სპეციფიკის ჩვენებაა, რაც დაეხმარება მათ ზედა კლასებში ინტერესით მოეკიდონ მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, ქიმიას საფუძვლების შესწავლას.
ასევე, გააფართოვებს მათ თვალსაწიერს თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების დიდ ჩამონათვალზე, მათ პრაქტიკულ საჭიროებაზე და ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე, ქიმიის უდიდეს როლზე სოფლის მეურნეობაში და მედიცინაში. პროექტის შესრულებაში გრანტის პერსონალთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები, სტუდენტები. პროექტს კოორდინირებას და პრაქტიკულ განხორციელებაში დახმარებას უწევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრი და ამ ცენტრის განყოფილება - „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“.