საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მენტორ სტუდენტთა პროგრამა

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი გეგმავს  მოხალისე (არაანაზღაურებად) მენტორ სტუდენტთა პროგრამის გაგრძელებას 2021-22 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სადაც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს თსუ-ს გაცვლითი პროგრამებით და მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება. 

მენტორ სტუდენტთა პროგრამა მიზნად ისახავს  უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გამარტივების მიზნით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის დამეგობრების ხელშეწყობას. 

მენტორი სტუდენტის საათობრივი დატვირთვა მერყეობს 4-დან 8 საათამდე კვირაში და პროგრამა გრძელდება 2022 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მეილზე: incomingmobility@tsu.ge არაუგვიანეს 22 თებერვლისა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა ცნობა. 

თარიღი: 16/02/2022