საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიაციაში წარმომადგენლობის (25-საათიანი) სასერტიფიკატო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ პროგრამაზე: წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში.

პროგრამა განკუთვნილია სამართლის სპეციალისტებისათვის (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის) და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობის სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად.

 დამატებითი ინფორმაციისთვის  იხილეთ.
თარიღი: 11/07/2019