საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-2 საერთაშორისო კონკურსი პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად

PROFFORMANCE+ ფარგლებში ცხადდება მე-2 საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად. კონკურსი ორგანიზებულია PROFFORMANCE+ პარტნიორ ქვეყნებში: საქართველოს, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი.

 

კონკურსი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამორჩეული სწავლების პრაქტიკების იდენტიფიცირებას და აღიარებას. იგი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარებას უმაღლესი განათლების სივრცეში. სწავლების საუკეთესო პრაქტიკა შესაძლებელია ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: სწავლის, სწავლებისა და შეაფსების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; სტუდენტზე ორიენტირებული პროცესის განხორციელება; სტუდენტებისა და მასწავლებლების ციფრულ უნარების განვითარება ტექნოლოგიების გამოყენებით; ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებას; საერთაშორისო და კულტურათაშორისი კომპეტენციების ხელშეწყობა; ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. კონკურსი ღიაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეწევიან უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას PROFFORMANCE+ პარტნიორ ქვეყნებში, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გთხოვთ, გაეცნოთ განაცხადის წარდგენისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას დანართის სახით. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა აირჩიონ ერთი ძირითადი კატეგორია ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან:

 

კატეგორია 1: სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი; კატეგორია 2: ინოვაციური სწავლება და სწავლა; 2 კატეგორია 3: სტუდენტთა სწავლის შეფასება; კატეგორია 4: უნივერსიტეტების მესამე მისიით გათვალისწინებული მიზნების იმპლემენტაცია. ასევე, აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ ერთი მთავარი ჰორიზონტალური პრიორიტეტი შემდეგი ჩამონათვალიდან: დიგიტალიზაცია; ინტერნაციონალიზაცია; ინკლუზია და მრავალფეროვნება; მდგრადობა.

 

განაცხადის წარდგენის ვადები: განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბერი, 17:00 CET (ცენტრალური ევროპის დროით); შეფასების პერიოდი: 2025 წლის იანვარი-თებერვალი. მოგმართავთ თხოვნით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია გაუზიაროთ თქვენს აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ გამოცხადებული კონკურსით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ PROFFORMANCE ვებგვერდს: https://award.profformance.eu/ საკონტაქტო ინფორმაცია: award.profformance@tpf.hu

თარიღი: 29/10/2024